Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ ნუგზარ ჭონქაძეზე: ეს ადამიანი გამოირჩევა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით

16 ნოემბერი, 2017 15:37

„ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც წარდგენილია კანდიდატურებზე, არ უნდა დაიკავოს თანამდებობები. მათ შორის განსაკუთრებულად კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. სულიკო კედელაშვილი, ნუგზარ ჭონქაძის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„ეს ადამიანი გამოირჩევა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ყველა იმ ოპოზიციური პარტიის მიმართ და წევრების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციას. პირველ რიგში კი „ნაციონალური მოძრაბოისა“ და მისი წევრების მიმართ.", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამ ადამიანის დანიშვნა თანამდებობაზე ნიშნავს იმას, რომ არანაირი კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან არ იქნება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძე წარადგინა.

კალაძე მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე: არის ჩოხოსანი, კარგი თამადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნები ...

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
^