Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფესიული დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში" გამოვლინდა

16 ნოემბერი, 2017 17:31

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი „საქართველოს რკინიგზაში” შრომის ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი, გამოვლენილია ასობით პროფესიული დაავადების შემთხვევა და არსებობს ყველაზე მაღალი რისკფაქტორები შემდეგ დაავადებებზე:

• საწარმოო აეროზოლებით გამოწვეული სუნთქვის ორგანოების პროფესიული პათოლოგია;
• ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები;
• ცალკეული სისტემებისა და ორგანოების დაძაბვით გამოწვეული პროფესიული დაავადებები;
• ალერგიული დაავადებები;
• კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
• მხედველობის ორგანოს პროფესიული დაავადებები;
• ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები;
• სასუნთქი გზების მტვრისმიერი პროფესიული დაავადებები;

„ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციისთვის გაცემულია 1 000-ზე მეტი კონკრეტული რეკომენდაცია;
შეგახსენებთ, მხოლოდ გასულ წელს, სხვადასხვა მიზეზით, საქართველოს რკინიგზაში გარდაიცვალა 5 ხოლო დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი;

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“, როგორც რკინიგზელების ნებაყოფლობითი გაერთიანება, მათივე შრომითი და სოციალური ინტერესების დამცველი და ოფიციალური წარმომადგენელი დამსაქმებელთან, აგრძელებს სიღრმისეულ მუშაობას წარმოდგენილ დოკუმენტებებზე და უახლოეს პერიოდში, პირველ რიგში სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ახალ მენეჯმენტს და კომპანიაში დასაქმებულ რკინიგზელებს წარმოუდგენს ვრცელ და დეტალურ ანგარიშს", - წერია პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^