Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა

16 ნოემბერი, 2017 21:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   გიორგი გახარიას მოადგილეები  კახაბერ საბანაძე , ნინო ჯავახაძე და  მერაბ მალანია იქნებიან. 

შსს-ს ინფორმაციით, კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში - საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

 ნინო ჯავახაძე  ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში ნინო ჯავახაძე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წლის ნოემბრიდან ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას. 

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მერაბ მალანია უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^