Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობის წევრი წულუკიანზე: ასეთი უპასუხისმგებლო რამ „ოცნებიდან“ არავის უთქვამს

17 ნოემბერი, 2017 11:16

„მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების’’ არცერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს“, - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ გავრცელებულ განცხადებას ასე გამოეხმაურა. 

„მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების’’ არცერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა. 

მისი თქმით, წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელი ნაბიჯია.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არცერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.

მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.

ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს. ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა. 

თეა წულუკიანი ომბუდსმენის იმ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც „ციანიდის საქმეზე“ იყო საუბარი. მისი თქმით, უჩა ნანუაშვილი საქართველოს უსამართლო ომბუდსმენია. 

„მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანი ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^