Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GNCC-მ „რუსთავი 2“ და „იმედი“ „შენების მოძრაობის“ დებატებში არ მიწვევის გამო გააფრთხილა

17 ნოემბერი, 2017 12:07

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ წერილობით გააფრთხილა. GNCC-ის განმარტებით, ტელეკომპანიებმა წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში არცერთხელ არ მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა მათ წერილობით მიმართა.

„2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა“ და შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) არცერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეული არ ყოფილა. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ „შენების მოძრაობამ“ (ეროვნული ფორუმი), როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების თხოვნით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა“ და შპს „ტელეიმედს“ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ტელეკომპანიებმა არ დააკმაყოფილეს.
საჩივრის მიღების შემდეგ კომისიამ კომპანიებს „შენების მოძრაობის“ (ეროვნული ფორუმი) წერილზე განმარტება მოსთხოვა.

შპს „ტელეიმედმა“ განმარტა, რომ „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) დებატებში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხვდა, თუმცა საარჩევნო სუბიექტთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ დრო სხვა გადაცემებში დაეთმობოდათ და საკუთარი პროგრამისა და ხედვების წარდგენას შეძლებდნენ.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ კომისიას განუმარტა, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დაეყრდნო. აგრეთვე ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ეთერში დებატების პროგრამის განთავსების შემთხვევაში „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) მონაწილეობას მიიღებდა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

კომისიამ მსჯელობისას მიიჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ პოზიცია „შენების მოძრაობის“ (ეროვნული ფორუმი) დებატებში მონაწილეობის უფლების დარღვევა ტექნიკური მიზეზის გამო, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ პოზიცია, რომ დებატის გამართვისას უპირატესობა საარჩევნო სუბიექტებს სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მიანიჭეს, კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში.

კომისიამ შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა“, - წერია GNCC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^