Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

17 ნოემბერი, 2017 16:15

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თქვა, ბიბლიოთეკა თვისობრივად 4 ნაწილად იყოფა. პირველ დარბაზში ორი სივრცეა გაერთიანებული: „მარი ბროსეს საცავი“, სადაც მნახველებს თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით შეუძლიათ ძველი წიგნების დათვალიერება და „ვეფხისტყაოსნის მუზეუმი“, რომელშიც „ვეფიხტყაოსნის“ თითქმის ყველა ის გამოცემაა თავმოყრილი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი; მათ შორის, თარგმანიც. 

მეორე დარბაზი ილია ჭავჭავაძის სახელობის იქნება. ეს არის მისი კაბინეტის ერთგვარი ექსპოზიცია, მისი ნივთებით და წიგნებით. „ილია ჭავჭავაძე იყო ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი და ჩვენთვის პატივია, ეროვნულ მუზეუმში გვქონდეს მისი სახელობის დარბაზი-მუზეუმი“, - თქვა გიორგი კეკელიძემ მუზეუმის გახსნაზე.

მესამე ნაწილი ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, რარიტეტული წიგნების მუზეუმს დაეთმობა, სადაც წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოურენოვანი წიგნები. მათ შორის, 1629 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი, 1709 წელს გამოცემული სახარება და 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“. 

წიგნის მუზეუმი ბიზნესმენისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის დაფინანსებით შეიქმნა. მუზეუმის გახსნაზე გიორგი კეკელიძემ ბეჟუაშვილთან ერთად მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს - კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძესა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, ასევე აშშ-ის, პოლონეთისა და იტალიის ელჩებს გაწეული დახმარებისთვის.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„კანონიერ ქურდებსაც წესები აქვთ, ამათ წე ...

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე  ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელე ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ...

აუდიტის სამსახურის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა ფ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„m2 კორპუსების აშენებას გეგმავს იქ, სადა ...

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ქალაქის მერს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც წერს, რომ ურბანული განვითარების სამსახურში ...
^