Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე: „ხმოსანი" ქილიკის საგანი გახდა და ამიტომ ეს ტერმინი ჩავანაცვლეთ

17 ნოემბერი, 2017 15:08

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სიტყვა „ხმოსანი“ ჩანაცვლდა ტერმინით „საარჩევნო კოლეგიის წევრი“.

„ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა და გადავწყვიტეთ, რომ ტერმინი ჩავანაცვლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა სიძველით ქართული წარმოშობისაა. ახალი ცვლილებებით, საუბარია საარჩევნო კოლეგიის წევრზე. პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი აირჩევს“, – აღნიშნა კობახიძემ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ახლად მიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. 

სხვა ცვლილებებთან ერთად კონსტიტუციაში ტერმინი „ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და „ხმოსანი“ ტერმინით - „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. 

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^