Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ რეკლამები სექსისტურია

17 ნოემბერი, 2017 15:28

საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა.

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“.სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ„ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის“.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.

ომბუდსმენმა კომპანია „წყალ მარგებელს“ მოუწოდა, რომ მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი იმგვარად, რომ არ უწყობდეს ხელს ქალების ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, პატივი სცეს მომხმარებელთა უფლებებს და საქმიანობის პროცესში დაიცვას თანასწორობის პრინციპი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

ზურაბიშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობ ...

„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, რაც არის საკმაოდ ახალი და ძ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დი ...

21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ისრაელს ებრაელთა ეროვნული სახელმწიფო ეწო ...

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების შემდეგ საკამათო კანონი მიიღეს. ამიერიდან ისრაელი ებრაელთა ეროვნულ სახელ ...
^