Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი შალელაშვილზე: მას არ ვიცნობ, ვიცი რომ ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის

17 ნოემბერი, 2017 15:52

„კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც წულუკიანი აცხადებს, დეპუტატ შალელაშვილის შესახებ არაფერი სმენია, გარდა იმისა, რომ ის ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. 

„დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის.

კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ. ყველა დეპუტატს, რომლებიც მისგან განსხვავებით  დღედაღამ შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოებულობა“, - თქვა თეა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანი  ომბუდსმენის იმ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც „ციანიდის საქმეზე“ იყო საუბარი. მისი თქმით, უჩა ნანუაშვილი საქართველოს უსამართლო ომბუდსმენია. 

მინისტრის ამ შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა. მისი თქმით, მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს. 

„ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების’’ არცერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს“, - განაცხადა შალელაშვილმა.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის შეფასება გუშინდელი განცხადებით არ დაუსრულებია და მზად არის მასთან დებატებისთვის. 

უმრავლესობის წევრი წულუკიანზე: ასეთი უპასუხისმგებლო რამ „ოცნებიდან“ არავის უთქვამს

წულუკიანი ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^