Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულოს თავმჯდომარე: საკრებულოს სხდომაზე მერის ყოფნას რეგლამენტი არ ითვალისწინებს

17 ნოემბერი, 2017 18:31

თბილისის საკრებულოში პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღეს საკრებულოს სხდომაზე გამგებლები და საქალაქო სამსახურის უფროსები უნდა დაამტკიცონ. საკრებულომ უკვე დაამტკიცა მერის მოადგილეები. შეხვედრას არ ესწრება თბილისის მერი კახა კალაძე. ოპოზიციურმა პარტიებმა კახა კალაძე საკრებულოში არმისვლის გამო გააკრიტიკეს. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ კახი კალაძის საკრებულოში ყოფნას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. 

„თქვენ იცით, რომ ბატონი კახი არის პირდაპირ არჩეული პირი, ხოლო საკრებულოში განხილვაზე წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებზეც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ბატონმა კახიმ წარმოადგინა კანდიდატები, როგორც ოფიციალურად, ისე პრესის საშუალებით. მის აქ ყოფნას რეგლამენტიც არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანი. მისი თქმით, მერმა თავისი მთავრობა უკვე წარმოადგინა. 

„ბატონმა კახიმ უკვე ღიად წარმოადგინა თავისი მთავრობა. ყველა დაახასიათა სათითაოდ, მათ კვალიფიკაციაზე ისაუბრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კახი კალაძეს არც თავის გუნდთან აქვს ურთიერთობის პრობლემა და საზოგადოებასთანაც ძალიან აქტიურად ურთიერთობს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^