Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსკოვი „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლებას“ აფრთხილებს

18 ნოემბერი, 2017 21:37

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გააფრთხილეს შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებები, რომ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

ესაა პასუხი იმაზე, რომ ამერიკაში კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალება RT ამ კვირაში იძულებული გახდა სწორედ ამგვარად დარეგისტრირებულიყო.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხუთშაბათს თქვა, რომ მან უკვე გააფრთხილა „ამერიკის ხმა" და „რადიო თავისუფლება" და სხვა, 7 დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება, რომ მათ ეს ცვლილებები შეეხებათ.

სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ მედიასაშუალებებისა და ვებგვერდების სია, რომლებიც „ახლო მომავალში“ ამგვარ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს.

ოთხშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ცვლილებები შეიტანა 2012 წელს მიღებულ კანონში, რომლის სამიზნეც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის უცხოური მედიასაშუალებები არიან. „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრირება რუსეთში ამ მედიასაშუალებებს იძულებულს გახდის სისტემატურად მიაწოდონ ხელისუფლებას ინფორმაცია მათი მიზნების, გეგმების, ფინანსებისა და თანამშრომლების შესახებ.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^