Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასი საქართველოს გუნდმა აიღო

20 ნოემბერი, 2017 10:18

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ თურქეთის ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა გატანილი ბურთების  რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საპარლამენტო გუნდს გამარჯვებულის თასი გადაეცა.

„დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ტურნირიც ღირსეულად მოვიგეთ, დიდ მადლობას ვუხდი თურქეთის მხარეს და ყველა ორგანიზატორს ასეთი ტურნირის ორგანიზებისათვის, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

ზურაბიშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობ ...

„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, რაც არის საკმაოდ ახალი და ძ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დი ...

21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ისრაელს ებრაელთა ეროვნული სახელმწიფო ეწო ...

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების შემდეგ საკამათო კანონი მიიღეს. ამიერიდან ისრაელი ებრაელთა ეროვნულ სახელ ...
^