Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი: 15-მდე შეიარაღებულმა სპეცრაზმელმა დამაკავა

20 ნოემბერი, 2017 10:43

ოპერატორი თამაზ შავშიშვილი, რომელიც უკრაინაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ მუშაობდა, გუშინ გვიან ღამით საქართველოს დეპორტირებულ 8 მოქალაქესთან ერთად ჩამოვიდა. თამაზ შავშიშვილმა ჟურნალისტებთან მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. როგორც ის ამბობს, უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, მანამდე კი უკრაინაში ცხოვრების ვადა 24 ნოემბრამდე ჰქონდა განსაზღვრული.

„ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყამდნენ. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. თვალები „სკოჩით“ ამიკრეს და გამომიყვანეს. ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი. შემდეგ შემაგდეს მიკროავტობუსის საბარგულში და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც მივხვდი, მანქანა გამოცვალეს, სხვა მანქანაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა. მერე ვერტმფრენების ხმა გავიგე, აეროპორტში. ვერტმფრენში ამიყვანეს. რაღაცები წამიკითხეს, რომ სამი წელი ვეღარ შემოვალ... ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. დახლოებით ორი საათი ვიფრინეთ, სადღაც ჩავფრინდით, ისევ სპეცრაზმის მანქანა დამხვდა და აღმოვჩნდი გემზე. ეს მთელი დღე გრძელდებოდა, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, უკვე სისხლი გამდიოდა სახიდან", - ჰყვება თამაზ შავშიშვილი.

როგორც ის ამბობს, აკრედიტებული ჟურნალისტის უკრაინაში მუშაობის შესახებ საელჩო საქმის კურსშია. მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში საქართველოს საელჩომ პასუხი არ მოსთხოვა უკრაინის სახელმწიფოს. 

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი: კიევში ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^