Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აღიარე ჩემი მკვლელობა” - ქვიარ აქტივისტებმა ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

20 ნოემბერი, 2017 11:47

„აღიარე ჩემი მკვლელობა“, „20 ნომებერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო​ ​დღეა”, ​„ჩვენ​ ​გვახსოვს​ ​საბი,​ ​ბიანაკა,​ ​ზიზი”, -  დღეს ქუთაისში ქვიარ აქტივისტებმა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხალხმრავალ საჯარო ადგილებზე შავი ნაჭრები გადმოფინეს, რომლებზეც ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების შესახებ ინფორმაციაა დატანილი.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს პეკინის 14 ნომერში მოკლეს. მისი ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საბი ბერიანს  დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

2016 წლის 4 თებერვალს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, 2016 წლის 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული გ.მ. ტრანსგენდერ ქალს 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში დაესხა თავს. ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში. იგი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

ფოტოს ავტორი: ანანო სურმავა, მარიამ ქაჯაია, მირანდა გორდეზიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^