Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: „ტაბულას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

20 ნოემბერი, 2017 13:55

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გოჩა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

„გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა ქ.თბილისში,  სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ“,- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გოჩა მაისურაძე 17 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება(სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში). აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურაში განმარტავენ, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა. 

მუქარის შესახებ ინფორმაციას „ტაბულაც“ ავრცელებს:

„პარასკევს, 17 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ტაბულას ოფისში მოვიდა მამაკაცი, რომელიც დაინტერესდა, რა ორგანიზაციაში იმყოფებოდა და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. 

მას შემდეგ, რაც გოჩა მაისურაძემ შეიტყო, რომ ტაბულას ოფისია, დაიმუქრა, რომ თუ ერთი თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, ის ჩვენს ოფისს გადაწვავს. ამის შემდეგ, მამაკაცი ეზოში გავიდა და ჩვენი აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 

გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებდა მის პაროდიას“,- აღნიშნულია მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 

ფოტო: „ტაბულა“
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^