Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში დეველოპერების ფორუმი გაიმართა

20 ნოემბერი, 2017 18:51

„როგორი იქნება თბილისი 2020 წელს?“, - ამ სახელწოდებით დღეს „ჰოლიდეი ინში“ სამშენებლო ფორუმი გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მიზანი იყო დეველოპერების მხრიდან საზოგადოებისა და მედიისთვის გეგმების გაცნობა, მომავლის დედაქალაქის წარმოდგენა თავიანთი უახლოესი პროექტებით. მათ უნდა ესაუბრათ მშენებლობისა და დაგეგმარების პრობლემებზე.

დეველოპერებმა, ძირითადად, თავიანთ მიმდინარე და უახლოესს მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

ფორუმზე კომპანია SEU დეველოპმენტის დირექტორმა, ზურაბ მექვაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისში დღეს ძალიან ბევრი უსახური მშენებლობა მიმდინარეობს, ბევრი დაუსრულებელი მშენებლობაა და მსგავსი შეხვედრა მენაშენეებისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს.  

ფორუმზე საზოგადოებას გააცნეს სამშენებლო ბაზარზე არსებული სიტუაცია. Colliers International Georgia-ის ანალიტიკოსმა ნინო მაკასარაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს 580 სამშენებლო პროექტი  მიმდინარეობდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი.

მისი თქმით, ყველაზე აქტიური მენაშენეები ბაზარზე მცირე დეველოპერები არიან, რომლებიც ძირითადად ამხანაგობებს წარმოადგენენ და მათი სამშენებლო არეალი 10 000 კვ.მ-ს არ აღემატება.


„2016 წელს მშენებლობებით ყველაზე აქტიური უბანი ტრადიციულად საბურთალო იყო, შემდეგ სამგორი და გლდანი.
ახალაშენებული ბინების გასაყიდი საშუალო ფასი 422 დოლარი იყო, ხოლო პრემიუმ კლასის 1581 დოლარი. ყველაზე ძვირად შეფასებული ბინები (როგორც ახალაშენებული, ისე ძველი) არის მთაწმინდაზე, ვაკეში და საბურთალოზე“, - განაცხადა მაკასარაშვილმა.

მისი თქმით, 2017 წლის პირველ ნახევარში უპრეცენდენტოდ გაიზარდა დასრულებული მშენებლობების რაოდენობა. მაკასარაშვილის თქმით, 2017 წლის პირველ ნახევარში 149 პროექტი დასრულდა, რაც 31%-ით გაზრდილია წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით.

„Cushman & Wakefield“-ის მკვლევარმა ლია რუსია-ბესელიძემ ფორუმზე მდგრადი განვითარების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ურბანულ დასახლებებში მოსახლეობის 57,2% ცხოვრობს, რაც 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი. მისი თქმით, ქალაქის ჰორიზონტალური განვითარება, გარეუბნებში გადასვლა კარგია, მაგრამ ამავე დროს ქალაქისთვის წნეხია.

ლია რუსია-ბესელიძე აღნიშნავს, რომ 2007 წელთან შედარებით შინამეურნეობის ზომაც შემცირებულია. ახალგაზრდები ცდილობენ გადავიდნენ გარეუბნებში, რაც დეველოპერებმა შეძლებისდაგვარად გამოიყენეს. მისი თქმით, ზოგმა კომპანიამ ეს [გარეუბნებში მშენებლობა] სწორად დაგეგმა და განავითარა, ხოლო ზოგმა შეცდომებით.

ბესელიძემ აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობის გარდა, კარგი იქნება დეველოპერებმა განავითარონ, ასე ვთქვათ, Smart city და მან ამისთვის დეველოპერებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.

ფორუმის დასასრულ რამდენიმე ადამიანმა ფორუმის შინაარსთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მათი თქმით, ფორუმისგან და დეველოპერების პრეზენტაციებისგან სხვა მოლოდინი ჰქონდათ.

 ერთ-ერთი მსმენელის თქმით, კარგი იქნებოდა დეველოპერებს მეტი ესაუბრათ ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ეკოლოგიაზე, ისევე, როგორც ამაზე ისაუბრა კვლევითი კომპანიის წარმომადგენელმა ლია რუსია-ბესელიძემ.  

„ასეთი დიდი კაპიტალის მქონე ინდუსტრიისგან დღევანდელი მომხმარებელი ძალიან ბევრს ელოდება, ეკოლოგიის, ხარისხის თვალსაზრისით. აუცილებელია, რომ დეველოპერებმა გაასწროს მომხმარებლის სირვილებსაც კი და საკანონმდებლო ხარვეზებსაც. მაგ; აუცილებელია იყენებდნენ სამშენებლო ბადეს, რათა არ მოხდეს ამდენი მშენებლობისგან ჰაერის კიდევ უფრო დაბინძურება, დაცული იყოს ფეხის მოსიარულის უსაფრთხოება. დღეს ტროტუარები არც მშენებლობის პერიოდში და არც შემდეგ ფეხით მოსიარულეს არ რჩება, საუბარი აღარაა ველოსიპედზე და ა.შ. ვისურვებდი, რომ ამ დარგში ასეთი სიახლეებით მოხდეს კონკურენცია “, - განაცხადა მოქალაქემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^