Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხმაური გამარჯვებისთვის!", - 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" აქციას გეგმავს

20 ნოემბერი, 2017 22:49

„ხმაური გამარჯვებისთვის!", - 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ვარდების მოედანზე აქციას აანონსებს;  

„1 წელი აქციიდან - „გაბედე დეკრიმინალიზაცია", 
6 თვე ბირჟა მაფიის მხარდასაჭერი აქციიდან, 
ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკებს უამრავი მსხვერპლი ჰყავს!

კანონპროექტი პარლამენტშია!

დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!

ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს, 
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.

აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.

სახელმწიფო ვალშია ჩვენთან! კანონპროექტის უცვლელად მიღება  არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.

გავიდეთ გარეთ!

დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.

ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!", - აცხადებენ მოძრაობის წევრები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^