Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო აშშ-გან Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შეძენას აპირებს

21 ნოემბერი, 2017 11:49

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ სურვილი გამოთქვა, შეეძინა Javelin-ის სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, ამ კომპლექსის 410 რაკეტა, მათ შორის, 2 სასწავლო კომპლექსი, რომლითაც ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან ქართველ სამხედროებს. კონტრაქტში შედის აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორი კომპანიისგან სარაკეტო სისტემების ტრანსპორტირება, ტექნიკური მომსახურება და სხვა სახის ლოგისტიკური მხარდაჭერაც. კონტრაქტის ღირებულება 75 მილიონ დოლარს შეადგენს.

„დაგეგმილი შესყიდვა და საქართველოს თავდაცვის გაძლიერება დაეხმარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთან, Javelin-ის სისტემების მიწოდება საქართველოს ეროვნული თავდაცვის საჭიროებებს პასუხობს. შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემების ჩართვა ქვეყანას არ უნდა გაუჭირდეს. ამ შესყიდვით განსაზღვრული აღჭურვილობა და მხარდაჭერა არ დაარღვევს რეგიონის სამხედრო ბალანსსაც“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ამ დარგში პოტენციურ კონტრაქტზე განცხადების გავრცელება კანონით არის განსაზღვრული და არ გულისხმობს, რომ ეს შეთანხმება აუცილებლად შედგება.

ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin ჯავშანტექნიკის, დაცული ობიექტებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება. აღჭურვილია თვითდამიზნების ქობინით და ამიტომ „გაისროლე და დაივიწყე“ პრინციპის კომპლექსად მოიხსენებენ. ეს გულისხმობს, რომ მსროლელს გასროლისთანავე შეუძლია პოზიციის შეცვლა ან ახალი სამიზნის მოძებნა, რაკეტა კი ავტომატურად მიაგნებს სამიზნეს. Javelin-ის რაკეტას შეუძლია, სამიზნეს  როგორც პირდაპირ მოხვდეს, ისე ზემოდან დაეცეს, რაც მის ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის. როგორც წესი, Javelin-ის ორი ადამიანი სჭირდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება ერთ ჯარისკაცსაც შეუძლია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^