Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც ჟურნალისტებმა „სამოთხის დოკუმენტები" გამოააშკარავეს

21 ნოემბერი, 2017 12:11

„გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი" (ijnet) ახალი გლობალური გამოძიების, „სამოთხის დოკუმენტების" საგამოძიებო მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მასალაში მოცემულია ის ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია, რომელმაც მრავალი ცნობილი და გავლენიანი ადამიანის მიერ ოფშორულ ზონებში დამალული ტრანზაქციები გამოააშკარავა. 

„სამოთხის დოკუმენტებზე“ მუშაობისას, „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ სამი სამუშაო პლატფორმა შექმნა, რომლებიც 67 ქვეყნის წარმომადგენელი 383 რეპორტიორისთვის იყო ხელმისაწვდომი: ერთი შიდა კომუნიკაციისთვის (Global I-Hub), მეორე დოკუმენტების კვლევისთვის (Global Knowledge Center) და მესამე მონაცემთა კავშირისთვის (Linkurius).

„ეს ერთადერთი შესაძლებლობა იყო დიდი მასშტაბით თანამშრომლობისთვის“, - ამბობს ICIJ-ს დირექტორის მოადგილე მარინა უილკერი.

„პანამის დოკუმენტების“ მსგავსად, ამჯერადაც 13,4 მლნ დოკუმენტი ოფშორული ფირმებიდან - Appleby და Asiaciti Trust  გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung-ის ორმა ჟურნალისტმა ბასტიან ობერმაიერმა და ფრედერიკ ობერმაიერმა მოიპოვეს. მონაცემები მათ ICIJ-ს გაუზიარეს, რის შემდეგაც „სამოთხის დოკუმენტების“ სახე მიიღო. გამოძიებაში მონაწილე ჟურნალისტთა უმეტესობას გლობალური მასშტაბის გამოძიებაზე კონსორციუმთან ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა და პროტოკოლიც იცოდა.

გამოძიების დროს დოკუმენტების, ელ.ფოსტების, PDF ფაილებისა და ფოტოების Global Knowledge Center-ის დაშიფრულ პალტფორმაზე დამუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდა. რომელიმე კომპანიის ან ჩვენთვის საინტერესო საჯარო პირის შესახებ მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, საველე სამუშაოებს ვიწყებდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოგზაურობას, ინფორმაციის გადამოწმებასა და გარე მონაცემთა ბაზების შემოწმებას გულისხმობდა. ჩვენ ვატარებდით ინტერვიუებს და ვუკავშირდებოდით სხვა წყაროებს პოტენციური ამბების გასააზრებლად.

ICIJ-ის გუნდის დახმარებით, რომელსაც მარინა უოკერი ხელმძღვანელობდა, მილიონობით მონაცემის სხვადასხვა ფორმატში გადაყვანა გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად მონაცემები არ იყო სტრუქტუირებული, თუმცა ორგანიზების შემდეგ ფინანსური ტრანზაქციების, კონტრაქტების, საბანკო ტრანსფერებისა და მომხმარებელთა სიის დანახვა გახდა შესაძლებელი, ასევე იმ მეთოდოლოგიისა, რომელთაც მულტინაციონალური კომპანიები, როგორიცაა Glencore, წესებისთვის თავის ასარიდებლად, გადასახადებისგან თავის არიდებისა და მოგების ოფშორულ ტერიტორიაზე დასამალად იყენებდნენ.

მონაცემები დიდია და იგი დაახლოებით 70 წელს ფარავს, 1950 წლიდან 2016 წლამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავებაა Appleby-სა და Asiaciti Trust-ის გაჟონილ მოანცემებსა და Mossack Forseca-ს მონაცემებს შორის (Panama Papers-ის წყარო). თუმცა განსხვავებულია კლიენტების პროფილებიც: მათ შორისაა მულტინაციონალური კომპანიები და ძალიან მდიდარი ადამიანები, რომელთაც კავშირები 19 ოფშორულ ზონაში ჰქონდათ, მათ შორის ბერმუდაში, ბაჰამის კუნძულებზე, ბარბადოსში, მალტაა და კუნძულ მენზე. მონაცემებში აღმოჩენილ ადამიანთა სიაში უამრავი ადამიანი იყო, დაწყებული დედოფალ ელისაბედიდან, დონალდ ტრამპის კაბინეტიდან, დამთავრებული მომღერლებით, როგორებიცაა ბონო და შაკირა. ასევე კომპანიები, როგორებიცაა Apple, Nike და Facebook.

მონაცემებზე მომუშავე ჟურნალისტებს ICIJ-ის გუნდის მიერ შეთავაზებული ინფორმაციის გადმოცემის ახალი მეთოდები და ტექნოლოგია რომ არ გამოეყენებინათ და დოკუმენტებზე დამოუკიდებლად ემუშავათ, გამოძიებას არა თვეები, არამედ წლები დასჭირდებოდა.

ოფშორებში დამალული ქონება - რა წერია „სამოთხის დოკუმენტებში"

ტრამპის მდივანი პუტინის მოკავშირეებთან ბიზნესურთიერთობაში ამხილეს - სამოთხის დოკუმენტები

სამოთხის დოკუმენტები - ინგლისის დედოფლისა და სხვა ადამიანების ქონება ოფშორულ კომპანიებში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^