Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

21 ნოემბერი, 2017 11:55

ირაკლი კობახიძეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მიღება. მადლობა გადავუხადე მის აღმატებულება რექტორს, ასევე, პროფესორებს, აკადემიური საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ამ ისტორიული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების ტარება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანაა პოლიტიკოსების, რომ ჩვენ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^