Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზის სისტემაში პირველი დადასტურებულად ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა

21 ნოემბერი, 2017 13:04

NASA წერს, რომ მზის სისტემაში შემოიჭრა ასტეროიდი, რომელიც სხვა ვარსკვლავის სისტემას ეკუთვნის. ობიექტი მოწითალოა, კლდოვანი და სიგარის ფორმა აქვს. დაკვირვებების მიხედვით დაადგინეს, რომ უჩვეულო ობიექტი ჩვენს გალაქტიკაში ხეტიალობს და ყველა ვარსკვლავისგან გაუცხოებულს, ასობით მილიონი წელი დასჭირდა მზის სისტემამდე მოსაღწევად.

„ჩვენ ათობით წელი თეორიულად ვამტკიცებდით, რომ ასეთი ვარსკვლავთშორისი ობიექტები არსებობდნენ. ახლა კი მისი უშუალო მტკიცებულებაც გვაქვს“, - თქვა თომას ზურბუშენმა, NASA-ს სამეცნიერო მისიის ერთ-ერთმა ასოცირებულმა ადმინისტრატორმა. „ეს ისტორიული აღმოჩენა ახალ ფანჯარას ხსნის სხვა მზეთა სისტემების შესწავლისთვის.“

ასტეროიდის გამოჩენისთანავე მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა ტელესკოპით მასზე დაკვირვება დაიწყეს, მათ შორის იყო ყველაზე დიდი ESO-ს ტელესკოპი ჩილეში. მიღებული მონაცემების მიხედვით, Oumuamua, როგორც ამ ასტეროიდს უწოდეს, გამორჩეულად კაშკაშებს. ამას მისი უჩვეულოდ მოგრძო ფორმა და ბრუნვის ჩქარი ტემპი განაპირობებს. ობიექტის ფართობი 400 კვადრატულ მეტრზე მეტია. მისი სიგრძე სიგანეს 10-ჯერ აღემატება. NASA-ს ინფორმაციით, აქამდე შესწავლილ ასტეროიდებში ყველაზე მოგრძო ფორმის ობიექტის სიგრძე მხოლოდ სამჯერ აღემატებოდა მის სიგანეს.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ Oumuamua მოწითალო ფერისაა, როგორც მზის სისტემის გარეთ მყოფი სხვა ობიექტები, არის მთლიანად გლუვი და სავარაუდოდ შედგება ქვისა და მეტალის ელემენტებისგან. მასზე არ ჩანს წყალი ან ყინული, მოწითალო შეფერილობა კი კოსმოსში მოგზაურობის ასობით მილიონი წლის განმავლობაში, რადიაციული სხივებისგან მიიღო“, - თქვა ასტეროდიზე დამკვირვებელმა ერთ-ერთმა ასტრონომმა, კარენ მიჩმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^