Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე სამინისტროს უარი ძალაში დატოვა

21 ნოემბერი, 2017 16:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი და ლტოლივილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და ჩაბუქის ჩვენება მოისმინეს.

ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, დღეს სასამართლოს წინაშე მოპასუხე მხარეც წარდგა. თუმცა მას არანაირი დასაბუთება არ ჰქონია. ადვოკატის ინფორმაციით, მას არც კითხვები გასჩენია. 

„კონკრეტულ საკითხებზე დავუსვით კითხვები, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა. მათ არც მტკიცებულებები წარმოუდგენიათ. ჩვენ კი 600-გვერდიანი მტკიცებულებები განვიხილეთ. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, სასამართლოს მეგობრის დასკვნები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს პოზიციას  ადასტურებენ. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მოიცავს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს წარმომადგენლებისა და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას. ეს ყველაფერი ეხება იმას, რომ დაუშვებელია, ამ ადამიანს არ მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი და რომ თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა“, - განუცხადა „ლიბერალს“ ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა. 

ჩაბუქის ადვოკატი: სამინისტროს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ექსტრადიცია მოჰყვეს

სასამართლო პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ აბრალებენ, თითქოს ის მონაწილეობდა თურქეთში გადატრიალების მცდელობაში, მაშინ, როდესაც ამ დროს საქართველში იყო და ტელევიზიით გაიგო გადატრიალების შესახებ.

„არ მჯერა რომ ეს დაგეგმილი ოყო გიულენის მხრიდან. გიულენი რომ არ იდგა ამ გადატრიალების უკან გაიზიარა ინგლისის მთავრობამ, გერმანიის მთავრობამ და ევროკავშირმა. მე გიულენის წიგნები წაკითხული მაქვს და ვაფასებ. მისი იდეოლოგია მომწონს. მე ჰიტლერის წიგნებიც წამიკითხავს, ზოგიერთი აზრი, რაც იქაა, მომწონს, ზოგიერთი - არა. ამის გამო პასუხი უნდა ვაგო?!

თურქეთში კანონიერი სასამართლო არ არსებობს, ამ უსამართლობამ საქართველომდეც მოაღწია. არ ვენდობი თურქეთს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი. დემირელის კოლეჯში ადრე ვინც მუშაობდა, ვინც კი დაბრუნდა 4 კაცი, ოთხივე ციხეშია. მეშინია, ოჯახის გამოც მეშინია. ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩავა მუქარის გამო. აქ უნდა დარჩეს. იმედი მაქვს სასამართლო გაითვალისწინებს ამას", - ამბობს მუსტაფა ემრე ჩაბუქი. 

ლტოლვილთა სამინისტრომ დაკავებულ პედაგოგს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ჩაბუქის მეუღლემ და ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

ტუბა ჩაბუქი: ციხეებში ადამიანებს აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან

„ჩემი მეუღლის ექსტრადიცია ნიშნავს, რომ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც უნდა წავიდეთ თურქეთში. არა მხოლოდ ის, არამედ ჩვენც დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. ჩემი შვილების მისამართით მუქარები ვრცელდება სოციალურ ქსელსა და თურქულ მედიაში“, - განაცხადა ტუბა ჩაბუქმა. 

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^