Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერის მოადგილე: ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება

21 ნოემბერი, 2017 16:03

„რადიო პალიტრის“ ეთერში თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ თბილისში ორი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება. ბენდელიანის თქმით, ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება. გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერესთან“ კი გზა გაფართოვდება.

„ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან „ლაგუნა ვერეს” მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ გვაქვს დაგეგმილი არსებული გზის გაფართოება, რათა გამტარიანობა მეტი ჰქონდეს.“ - თქვა ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, მათ გეგმაში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურლი პროექტი აქვთ. მათ შორის, ახალი გზის გაკეთება მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხი და მოყმის” ძეგლთან.

ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადის მშენებლობა თბილისის მერს კახა კალაძეს წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა. „ქართული ოცნების“ გუნდმა ამ პროექტზე სარეკლამო ვიდეოც მოამზადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^