Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაში შევიდა

21 ნოემბერი, 2017 17:31

დღეს ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის. ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის ინფორმაციით, ახალი დოკუმენტი  2014–2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით შემუშავდა. მასში მოცემულია მხარეებს შორის შეთანხმებული ის პრიორიტეტები,  რომლებიც  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შემდგომი განხორციელების პროცესში უნდა შესრულდეს.

ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ახალი დღის წესრიგი საქართველოს აძლევს საშუალებას, 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. „ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება - მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა.შ.. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს.“ - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის განცხადებით, განახლებულ დღის წესრიგში შენარჩუნებული იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად შემუშავებული პრაქტიკული ჩარჩო. დღის წესრიგით განსაზღვრულია მომდევნო წლების  რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამაც.

„დოკუმენტში განხილულია საკითხების ფართო სპექტრი, კერძოდ,  დემოკრატიული ინტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებულობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე, საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. დღის წესრიგში შეტანილია, ასევე,  ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები, მათ შორის სპეციალური თავი ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  შესახებ და ისეთ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა.

ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, კერძოდ, ფინანსური დახმარებით, ტექნიკური ექსპერტებითა და რჩევებით, ასევე, ინფორმაციის გაცვლითა და შესაძლებლობების გაზრდით.

ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, კერძოდ, ფინანსური დახმარებით, ტექნიკური ექსპერტებითა და რჩევებით, ასევე, ინფორმაციის გაცვლითა და შესაძლებლობების გაზრდით.“ - წერს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^