Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ბერლინალეზე გამარჯვებული ფილმით გაიხსნება

21 ნოემბერი, 2017 18:03

4 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში" თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნება.

ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს - „ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა" წარდგენილი. 

რეჟისორი ილდიკო ენიედი ამბობს, რომ ფილმის ხერხემალი დაქუცმაცებული სიყვარულის ისტორიაა

„ამის უკან, ჩვენი, ყოველდღიური სამყაროა. ვფიქრობთ, რომ კარგად ვიცნობთ მას. სახლი, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ჩვენი თავისუფალი დრო - ესაა ის, რაშიც ყოველდღიურ რუტინაში ვეფლობით.

და ოცნებები? ენდრე და მარიას საერთო სიზმრების სამყარო ჰაეროვანი, ბუნებრივი და თავისუფალი ემოციებითაა გაჟღენთილი. ესაა ადგილი, სადაც ჩვენ, საკუთარი თავის შეცნობა შეგვიძლია", - ამბობს ენიედი 

ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. 1999 წელს გადაღებულმა მისმა მხატვრულმა ფილმმა „სიმონ მოგვი" ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო ფილმმა „ტამაში და იული" (1997) ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მას შემდეგ, ენიედიმ რამდენიმე სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. „სულისა და სხეულის შესახებ" 18 წლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. 

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს უნგრეთია. ფესტივალი 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^