Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Google თავის ახალი ამბების აპლიკაციაში Russia Today-ის და Sputnik-ის გამოჩენას ხელს შეუშლის

21 ნოემბერი, 2017 19:04

კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა, რომლის შვილობილი კომპანიაცაა Google, განაცხადა, რომ ისინი რუსული პროპაგანდის შეჩერებაზე მუშაობენ. შმიდტმა ეს კომენტარი იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანია რუსულ პროპაგანდის არხებს არ ზღუდავდა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვმუშაობთ, რომ პროპაგანდის გამავრცელებელ ვებგვერდებს უფრო დაბალი შეფასება ჰქონდეთ“, - თქვა შმიდტმა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე. „ეს, ძირითადად, Russia Today-ის და Sputnik-ს ეხება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვმუშაობთ, რომ რანჟირების სისტემაში დაბლა დავწიოთ.“

Russia Today და Sputnik რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებია. Russia Today ონლაინმედიასთან ერთად თანამგზავრული ტელევიზიაცაა, Sputnik კი ინტერნეტში 30 ენაზეა ხელმისაწვდომი. ორივე მათგანი ცნობილია, როგორც რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდის იარაღი.

თვის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Russia Today უცხოეთის აგენტად შეაფასა. რუსული ორგანიზაციები კი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათ პროპაგანდის იარაღად არ იყენებენ და თავისუფალი მედიასაშუალებები არიან. ამ მხრივ, Google-ის მიერ მათი მედიასაშუალებად ცნობა და Google News-ით გავრცელება Russia Today-ის და Sputnik-ის საქმიანობას ხელს უწყობს.

ერიკ შმიდტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს, ის მაინც მათი დაბლოკვის წინააღმდეგია. „მე ცნეზურა არ მიყვარს, უფრო მეტად რანჟირების მომხრე ვარ. ეს არის ჩვენი საქმე.“ - თქვა შმიდტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^