Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 15 საათია მიმდინარეობს

22 ნოემბერი, 2017 11:06

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ატარებს, ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. კორპუსიდან, სადაც ოპერაცია ტარდება, მოსახლეობა გაიყვანეს. კორპუსთან მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. 

არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით, სპეცოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სუსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

ადგილობრივი მოსახლეობა Facebook-ში სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 

მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ ჩატარდება. სკოლა იმ ტერიტორიის მახლობლადაა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^