Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასკვნა: პავლიაშვილის სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად სუნთქვის უკმარისობა გახდა

22 ნოემბერი, 2017 12:49

ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.

დასკვნის თანახმად, პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, მის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა

„გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობა პ.პ.-ს ოჯახის წევრებსა და მის ადვოკატთან.

„მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ზემოხსენებულ ექპერტიზის დასკვნას. ამჟამად ტარდება კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც დასრულებული არ არის. პარალელურ რეჟიმში კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას”, - განუცხადეს პროკურატურაში. 

როგორც „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ოჯახის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა პოლიციის თანამშრომლების ფიზიკური ძალადობა პავლიაშვილზე, თუმცა შეასრულეს თუ არა მათ ჯეროვნად თავიანთი ფუნქცია, ეს არის გამოძიების გაგრძელებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით განსჯის საკითხი.

25 ოქტომბერს, 33 წლის პაატა პავლიაშვილი, პატრულის ორი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს გარდაიცვალა. ორი ინსპექტორი, ნუცუბიძის ფერდობზე, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე იმყოფებოდა. ინსპექტორებმა პაატას დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იგი კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს (მეგობარს) გამოესარჩლა.

თვითმხილველების თქმით, როდესაც პატრული პაატა პავლიაშვილს აკავებდა, ის ცუდად გახდა და ეს პოლიციელებს უთხრა. მისი თქმით, ყველა თვითმხილველი და თავად გარდაცვლილიც მოითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას. მეზობლები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის მეზობელი ნოდარ შანიძე ამბობდა, რომ გარდაცვლილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.

შანიძე: პავლიაშვილის მიერ ფსიქოტროპულების მიღებაზე შეკითხვა შსს-ს წარმომადგენელმა დამისვა

ვიდეო ►თვითმხილველი: „იხვეწებოდა სასწრაფო გამოიძახეთო... წაქცეულზე უკეთებდნენ ბორკილს..."

„თეთრი ხმაური": პავლიაშვილი პოლიციის გულგრილობის და გადამეტებული ძალის მორიგი მსხვერპლია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^