Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ალჯაზირა“: კონტრტერორისტული რაზმები თბილისში საცხოვრებელ კორპუსზე შტურმს ახორციელებენ

22 ნოემბერი, 2017 16:22

აფეთქებები და სროლა საქართველოს დედაქალაქში. კონტრტერორისტული რაზმები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე შტურმს ახორციელებენ,- „ალჯაზირა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ალჯაზირა“ ნინო გიორგობიანის განცხადებას ავრცელებს, სადაც სუს-ის პრესსამსახურის უფროსი სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. 

„წინასწარი ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ“,- ციტირებს „ალჯაზირა“ გიორგობიანის განცხადებას. 

„ალჯაზირა“ წერს, რომ სპეცოპერაციის გამო, დღეს მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა, თუმცა მიმდინარე პროცესზე საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა. 

მედიასაშუალება ნიკა რურუას განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სპეცოპერაციის მიმდინარეობას აკრიტიკებს.  

„ქვეყანაში უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა, პირველ რიგში დაზვერვის თვალსაზრისით. ეს ადამიანები ამ ბინაში 2 წელზე დიდხანს იმყოფებოდნენ და დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდათ შიგნით“,- ამბობს რურუა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^