Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეხანძრეები სპეცოპერაციის დროს გაჩენილ ხანძარს აქრობენ

22 ნოემბერი, 2017 16:54

კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები აქრობენ - ამის შესახებ „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. 

„ლიბერალის“ კორესპონდენტის გადაღებულ კარებში ჩანს, რომ კორპუსი იწვის და ძლიერი დაკვამლიანებაა. 

სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. კორპუსიდან, სადაც ოპერაცია ტარდება, მოსახლეობა გაიყვანეს. კორპუსთან მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. 

სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს ერთი პირი, ხოლო დანარჩენების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. 

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^