Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეცოპერაციის ადგილიდან გარდაცვლილი ადამიანის კადრები ვრცელდება

22 ნოემბერი, 2017 17:37

სპეცოპერაციის ადგილიდან გარდაცვლილი ადამიანის კადრები ვრცელდება. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულის ვინაობა. 

კადრებს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს

„ლიბერალის“ კორესპონდენტის თქმით, სპეცოპერაციის ადგილიდან  სპეცრაზმის ნაწილი ტოვებს ტერიტორიას. მისივე თქმით, ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა ტერიტორიაზე.

„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილი სასწრაფო დახმარების სამმა მანქანამ დატოვა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ მედიას ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, დაღპული 41 წლის იყო.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლის მომენტში იყო კრიტიკული, უკიდურესად მძიმე. გამოხატლი იყო ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სისხლჩაქცევები, ქალას ფუძის მოტეხილობა, ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ექიმმა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნები ...

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
^