Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს საცხოვრებელი ფართის საჭიროება, დროულად მიმართოს გამგეობას

22 ნოემბერი, 2017 18:35

თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდეს.

„ამ ეტაპზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სრულად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდებარე კორპუსებში, გვინდა, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირველია, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებითი საცხოვრებელ ფართებს. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს საცხოვრებელი ფართის საჭიროება, დროულად მიმართოს გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ სახლებში გადაყვანა.

ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ, ისნის გამგობას შემდეგ ნომერზე 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ნომერზე 2 72 22 22“,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„კანონიერ ქურდებსაც წესები აქვთ, ამათ წე ...

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე  ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელე ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ...

აუდიტის სამსახურის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა ფ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„m2 კორპუსების აშენებას გეგმავს იქ, სადა ...

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ქალაქის მერს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც წერს, რომ ურბანული განვითარების სამსახურში ...
^