Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მსუბუქად დაიჭრა

22 ნოემბერი, 2017 19:59

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა,- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების - მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნები ...

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
^