Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გომელაური: იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ

22 ნოემბერი, 2017 20:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის თქმით, იყო საფრთხე, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლად აეყვანათ მოსახლეობა.

„კითხვები იყო, რატომ გაგრძელდა ამდენ საათს სპეცოპერაცია - ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, პოლიციელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, აქედან გამომდინარე, იყო ეს ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო", - განაცხადა გომელაურმა.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სუსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას 41 წლის სპეცრაზმელი დაიღუპა, 4 სამართალდამცველი კი დაიჭრა. 

სუსის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად  დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი და ლიკვიდირებულია 3. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^