Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გომელაური: შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ საქართველოში ტერორისტული აქტი ჩაიდინეს

22 ნოემბერი, 2017 20:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოსთან  სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა საქართველოში ტერორისტული აქტი ჩაიდინეს.

ვახტანგ გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი სპეცრაზმელები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭრილი თანამშრომლები მოინახულა. 

„თუ შევხედავთ იმას, დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში. 18-საათიან ბრძოლას აწარმოებენ ძალოვან სტრუქტურებთან, "- ამბობს ვახტანგ გომელაური. 

მისივე თქმით, ყველა ზარს თუ მუქარას, რომელიც კი გავრცელდა, სერიოზულად შეისწავლიან.  გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია სამოქალაქო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა. სუსის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი, ლიკვიდირებულია სამი. 

სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ორი. ასევე, დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^