ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
პატრიარქმა აღნიშნულის შესახებ ბრძანება ქაშვეთში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ წაიკითხა.
„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“.