Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი შიო მუჯირი: თავი უღირსად მიმაჩნია ამ მსახურებისთვის

23 ნოემბერი, 2017 14:06

 „მე თავი უღირსად მიმაჩნია ამ მსახურებისთვის“,-ამის შესახებ მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის, მისი ლოცვა-კურთხევის. მე  თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

პატრიარქმა აღნიშნულის შესახებ ბრძანება ქაშვეთში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ წაიკითხა. 

„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“.

პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^