Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

23 ნოემბერი, 2017 19:21

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და მას ვინაობის გამხელა არ სურს. 

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა. დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ”, - განუცხადა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს.

სპეცოპერაცია, რომელიც  გვიან ღამით დაიწყო და 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი.  

გარდაცვლილია სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია ორი. სუს-ი ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს რადენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^