Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია წერილი დეპუტატ გიგა ბუკიას

23 ნოემბერი, 2017 21:50

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლატფორმას წერილში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს და დეპუტატს მიმართავს, რომ თავადაც სტატისტიკური მონაცემებით გაამყაროს მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. „ლიბერალი" „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გიგა,

ეს წერილი თავდაპირველად პარლამენტის ელექტრონულ მისამართზე გამოგიგზავნეთ. წერილი უკან მოგვიბრუნდა - მოგვივიდა სისტემის ავტომატური პასუხი, რომ რეციპიენტის საფოსტო ყუთი გადავსებულია და წერილებს ვერ ღებულობს. აქედან გამომდინარე, გვიწევს, მოგმართოთ საჯაროდ.

ნებისმიერ ქვეყანაში, ნარკოპოლიტიკის თემებზე მსჯელობისას, საკმაოდ ხშირია არსებული მონაცემების ტენდენციური ინტერპრეტაცია ან/და სტატისტიკური მონაცემების შერჩევითი წარმოდგენა (როდესაც ხდება მონაცემების მხოლოდ იმ ნაწილის წარმოდგენა, რომელიც კონკრეტულ პოზიციას ამყარებს). სამწუხაროდ, საქართველოშიც  სულ უფრო ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა ხდება არარსებული მონაცემებით აპელირება, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ გაჟღერებული მონაცემის წყარო ან ეს მონაცემი ეყრდნობა მხოლოდ მომხსენებლის პირად შეხედულებას ან სურვილს.

ბოლო პერიოდში, თქვენ არაერთგზის გააჟღერეთ ინფორმაცია პორტუგალიაში ნარკოტიკების მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით და საქართველოში მარიხუანას მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში „ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არავინ აღარ ზის”. როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ წვდომა გარკვეულ მონაცემებთან, რომელიც დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის უცნობია.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გაგვიზიაროთ ის წყაროები, რომლებიც მეტყველებს:

1. პორტუგალიაში ნარკპოლიტიკის რეფორმის შემდგომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მასშტაბის მნიშვნელოვან მატებაზე (შენიშვნა: ჩვენთვის ცნობილი ყველა არსებული წყარო მიუთითებს მოხმარების  შემცირებაზე)

2. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ კანაფის მოხმარების მატებაზე (შენიშვნა: ჩვენთვის უცნობია რაიმე სახის მონაცემი/კვლევა, რომელიც აფასებს ჩვენს ქვეყანაში კანაფის პროდუქტების მოხმარების გავრცელების დინამიკას ბოლო წლებში).

3. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების გამო საპატიმრო სასჯელის არგამოყენებაზე (შენიშვნა: უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2016 წელს სსკ 273-ე მუხლით 178 ადამიანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკების მოხმარებისთვის).

წინასწარ გიხდით მადლობას ინფორმაციის გაზიარებისათვის.

პატივისცემით,

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" (სნეპ)".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

ზურაბიშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობ ...

„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, რაც არის საკმაოდ ახალი და ძ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დი ...

21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ისრაელს ებრაელთა ეროვნული სახელმწიფო ეწო ...

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების შემდეგ საკამათო კანონი მიიღეს. ამიერიდან ისრაელი ებრაელთა ეროვნულ სახელ ...
^