Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქული გამოცემა Daily Sabah: თბილისში აჰმედ ჩატაევი მოკლეს

24 ნოემბერი, 2017 11:34

თურქული გამოცემა Daily Sabah წერს, რომ თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა აჰმედ ჩატაევი მოკლეს, „ისლამური სახელმწიფოს“ იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც სტამბულის აეროპორტში 2016 წელს ტერაქტი მოაწყო. 

Daily Sabah ინფორმაციას სხვა თურქულ გამოცემა Habertürk daily-ზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა 17-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ „დაეშის“ სამი ეთნიკურად ჩეჩენი ტერორისტი მოკლეს.

„სროლა პოლიციასა და ტერორისტებს შორის შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მათი ბინა ალყაში მოაქციეს. ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი დაღუპული ჩატაევია, რომელსაც სტამბოლის ტერაქტს უკავშირებენ. მაშინ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა“, - წერს თურქული გამოცემა.

Daily Sabah, რომელიც თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული გამოცემაა, წერს, რომ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და თბილისში სხვა ეთნიკურად ჩეჩენი პირის ბინაში ცხოვრობდა.

აჰმედ ჩატაევი თბილისში 2012 წელს დააკავეს. ის ლაფანყურის სპეცოპერაციისას სამართალდამცველებსა და იმ მებრძოლებს შორის იყო მომლაპარაკებელი, რომლებიც შემდეგ სპეცრაზმთან შეტაკებისას დაიღუპნენ. მაშინ  ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებისთვის წაუყენეს. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყვიტეს.

აჰმედ ჩატაევი საქართველოდან ჯერ ავსტრიაში გაემგზავრა, შემდეგ კი სირიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. მის სახელს 2016 წელს სტამბულის აეროპორტში თვითმკვლელ ტერორისტთა სამმაგ თავდასხმას უკავშირებენ, სადაც აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^