Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიოს იტალიის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

24 ნოემბერი, 2017 12:27

რობინიოს იტალიის სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის 9 წელი დაუსწრებლად მიუსაჯა. 33 წლის ფეხბურთელს, რომელიც „მადრიდის რეალის“, „მანჩესტერ სიტის“ და „მილანის“ ყოფილი მოთამაშეა, 5 სხვა პირთან ერთად 22 წლის ალბანელი გოგოს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.

რობინიო, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში კლუბ „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობს, იტალიაში არ ჩასულა. სასამართლოში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი ბრალს არ აღიარებს. ინსტაგრამზე რობინიოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ „ფეხბურთელმა ბრალდებებისგან საკუთარი თავი უკვე დაიცვა. ამტკიცებდა, რომ იმ ეპიზოდში რობინიოს მონაწილეობა არ მიუღია“.

ფეხბურთელს სასამართლოს ამ ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და განაჩენის აღსრულება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რობინიომ კარიერა ბრაზილიის გუნდ „სანსტოსში“ დაიწყო, შემდეგ 4 წლის განმავლობაში თამაშობდა „მადრიდის რეალში“, ესპანეთიდან ფეხბურთელი ინგლისში გადავიდა. „მანჩესტერ სიტის“ შეიხ მანსურის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ის იყო კლუბის პირველი გახმაურებული ტრანსფერი. 2008 წლის ზაფხულში რობინიო „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისისთვის იმ დროისთვის რეკორდულ ფასად, 32.5 მილიონ გირვანქად შეიძინა. რობინიომ ინგლისის შემდეგ კარიერა იტალიურ „მილანში“ განაგრძო, შემდეგ თამაშობდა ჩინეთშიც, ამჟამად კი ბრაზილიაში, „ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^