Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დახურულია

24 ნოემბერი, 2017 12:39

„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის პროცესი დახურულად გამოცხადდა. მედიისთვის უცნობია დაკავებული პირის ვინაობა და ისიც, რომელ დარბაზში გაიმართება სასამართლო პროცესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ „ლიბერალს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ს.დ.-ს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით .

სპეცოპერაცია, რომელიც  21 ნოემბერს, ღამით დაიწყო და 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი. გარდაცვლილია ერთი სპეცრაზმელი, დაჭრილია ორი. სუს-ის ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს რადენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^