Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ეწვევიან

24 ნოემბერი, 2017 12:39

განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ეწვევიან.

ცენტრის ინფორმაციით, ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლები.

„ვიზიტის ფარგლებში, 28 ნოემბერს გაიართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იქნება: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და სხვა.

დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს კონგრესმენებთან.

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩოსო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი", - ნათქვამია მედიარელიზში.

საქართველოდან დელეგაციაში იქნებიან:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.

ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (გიორგი შარაძენიძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (ზაზა გიგიბერია),
რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ბოდბელი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში.

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გურამ გამრეკელი), წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (რუსლან ბულუხია)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (ამირან გვაზავა)

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (გოჩა ტაბატაძე)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (არკადი ხაჩიძე)

ბორჯომისა და ბაკურიანის ესპისკოპოსი ლაზარე (დიმიტრი სამადბეგიშვილი)

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)

მუსლიმთა თემი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია

საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^