Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს

24 ნოემბერი, 2017 13:09

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის თქმით, მისი კლიენტი ბრალს არ აღიარებს. ასევე, არ არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ ის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. „მტკიცებულებები არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. მისივე განცხადებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ის პიროვნება არის დაკავებული მანამდე, მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ეს ამბავი მოხდა“, - თქვა დაკავებული პირის ადვოკატმა.

იმედა ქარქაშაძის თქმით, მისი კლიენტის თხოვნისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს მის ვინაობასა და ასაკს. ადვოკატმა მხოლოდ ის თქვა, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე არაა, რუსეთის მოქალაქეა.

როგორც „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ს.დ.-ს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებისთვის წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით.

სპეცოპერაცია, რომელიც  21 ნოემბერს, ღამით დაიწყო და 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი. გარდაცვლილია ერთი სპეცრაზმელი, დაჭრილია ორი. სუს-ის ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს რადენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^