Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს 25 000 ლარი გადასცა

28 ნოემბერი, 2017 12:53

თბილისში  ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის ოჯახს ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 25 ათასი ლარი გადასცა.

„საქართველომ დაკარგა თავისი გმირი თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს! ის არა მხოლოდ ტერორისტებს ებრძოდა, არამედ იცავდა სამშობლოს, ხალხსა და შვილებს!

ვანოს მალე დაბადების დღე უნდა აღენიშნა, ის 42 წლის გახდებოდა. ამ დღის გატარებას მეუღლისა და ორი შვილის გარემოცვაში გეგმავდა...

მე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაყ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს, მისი ოჯახის წინაშე ვალში ვარ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ მათ იგრძნონ, რომ მარტონი არ დარჩნენ ამ უბედურებასთან, რომელსაც მამის, მეუღლისა და მარჩენალის დაკარგვა ჰქვია!

დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხა, რომელიც მის მეუღლეს გადავეცით (25 ათასი ლარი), სრულიად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს ტკივილიანი დანაკლისი რამენაირად შეავსოს, მაგრამ ასეთ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ. ეს ხომ ჩვენი დიდი საერთო ოჯახის - ქართველი ხალხის უდიდესი დანაკლისია!

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!“ - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^