Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა

29 ნოემბერი, 2017 13:51

საქართველოს ბანკის ფონდის, „სიცოცხლის ხე“ს დაფინანსებით კერამიკის სახელოსნო და მაღაზია „ამფორეა“ გაიხსნა. აღნიშნული პროექტი, რომელსაც კავშირი „რეა“ ახორციელებს, სოციალური საწარმოების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, შესაბამისად გამარჯვებული პროექტი საქართველოს ბანკმა  50 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს - კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიააერთიანებს, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. დაფინანსების შედეგად, „ამფორეა“ აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით. მოეწყო და გარემონტდა სახელოსნოს და მაღაზიის სივრცე, მოხდა კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალის და ინვენტარის შეძენა, მაღაზიის ადაპტირება, სახელობო უნარებში ბენეფიციარების დახელოვნება და დასაქმება. სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაშივე იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის  საახალწლო თემატიკის, ასევე სამკაულები.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო. საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ...

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები კარვებს შლიან. მოქალაქეების ნაწილი სო ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ოპოზიციის ლიდერები თბილისში პარალემენტის ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი მხარდამჭერებთან ერთად კახეთიდან თბილისში მ ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თეიმურაზ გორჯესტანი - დღეს დაგითმეთ დედა

„დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი, ეს ჩვენთვის, შ ...
^