Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება მოხდა

30 ნოემბერი, 2017 15:28

საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის" სარჩელი - მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე იყო ლალი ფაფიაშვილი; კოლეგიაში იყვნენ: მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. როგორც „გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, გაჩნდა უდიდესი საშუალოება სხვა ნარკოტიკული საშუალებებთან დამოკიდებულების ჩამოყალიბების.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც ტეტრაჰიდროკარაბინოლის (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის იმ პირს, რომელსაც იმავე ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული ან იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა დანაშაულად აცხადებს მარიხუანის განმეორებით მოხმარებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის როგორც მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, ისე ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.   

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა  დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^