Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

01 დეკემბერი, 2017 13:21

თიბისი გალერეაში ქართველი მოდერნიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის ნამუშევრების  გამოფენა გაიხსნა. 

 წელს ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა. რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფის მუზეუმის კოლექციას უმასპინძლებს.  აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი.

„პეტრე ოცხელის ხელოვნება იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. კონსტრუქტივიზმის პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივებზე აგებს. სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის სიმბოლური სიმტკიცით და ძლიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან. 

დღეს კონსტრუქტივიზმი ისტორიული ღირებულებაა, რომლის დიდი ნაწილიც, კვლავ მე-20 საუკუნის ავანგარდული უტოპიის ნაწილად რჩება. მიუხედავად ამისა, მასში არსებული ცალკეული აქცენტები ხელახლა ცოცხლდება თანამედროვე კვლევებსა და აუდიტორიებში. ამ მხრივ, ოცხელის შემოქმედება საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“,- ნათქვამია გავრცელებული განცხადებაში. 
 




.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^