Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილს თბილისის დროით 11 საათზე ელოდებიან

06 დეკემბერი, 2017 11:01

გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი თბილისის დროით 11 საათზე დასაკითხად დაიბარეს. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი დაკითხვაზე თავად არ გამოცხადდება, მაშინ სამართალდამცველები მის აყვანას ხელახლა შეეცდებიან.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, წუხელ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა, მაშინ, როცა ის რადის წინ საპროტესტო აქციას მართავდა.

დილით, თბილისის დროით 8 საათზე, სამართალდამცველებმა რადის წინ სააკაშვილის მიერ მოწყობილ კარვების ქალაქზე შტურმი სცადეს. შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე აქტივისტი, თუმცა პოლიციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავება ვერ მოახერხა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადების მოწყობა დაიწყეს რადას წინ, სააკაშვილი კი მოქალაქეებმა სასტუმრო „კიევში“ გადაიყვანეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^