Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო დეპარტამენტი კიევის მოვლენებზე: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ძალადობა

06 დეკემბერი, 2017 11:18

„ამერიკის ხმის" კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამს კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აქვს თუ არა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს შესაძლო პოლიტიკური მოტივაცია, სახ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰედერ ნაუერტმა სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა:

„თვალს ვადევნებთ იმას, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს. საქმის დეტალებს ვერ განვიხილავთ. ამაზე შეგიძლიათ უკრაინის მთავრობას ესაუბროთ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ეს სხვა მთავრობებისთვისაც ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვინმეს აკავებდნენ. [დაკავებისას] აუცილებელია, პროცესი შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონსა და დებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.“

სამშაბათს უკრაინის უშიშროებამ კიევში მიხეილ სააკაშვილის ბინა გაჩხრიკა და ის დააკავა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომელთა მანქანას გზა გადაუღობეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ „24 საათში უკრაინის სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აპატრიდი სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს, რადგან ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში."

მასალა მომზადებულია  "ამერიკის ხმის" მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^